ნაქარგობა
პროექტის მოკლე აღწერა:პროექტში მონაწილე ბავშვები მოიპოვებენ ინფორმაციას ქარგვის ისტორიის შესახებ. შეისწავლიან, გააცნობიერებენ, გაანალიზებენ ქართული ხალხური ქარგულობის ნიმუშებს, როგორც მცირე ხელოვნების შედევრებს.შეუძლიათ შექმნან სხვდასხვა სახის ქარგვის ნიმუშები: ეკლესიური, საერო, სამხედრო და სხვა. მოახდენენ პარალელების გავლებას მსოფლიოს ხალხთა ქარგულობის ნიმუშებთან.
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებება: ნაქარგების სხვასხვა ნიმუშები.
მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ ინფორმაციას,ფოტოსურათებს.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები მოიპოვებენ ინფორმაციას ქარგვის ისტორიის შესახებ, შეისწავლიან, გააცნობიერებენ, გაანალიზებენ ქართული ხალხური ქარგულობის ნიმუშებს, როგორც მცირე ხელოვნების შედევრებს, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც თვითონაც შექმნიან სხვადასხვა ნაქარგებს, გაეცნობიან ქსოვისა და ქარგვის სხვადასახვა ტექნიკას ორნამენტების სიმბოლოკასა და ფერთა დატვირთვას რიტუალური აქსესუარების მნიშვნელობას. მოაწყობენ გამოფენებს, ექსკურსიებს საქარათველოს ეროვნულ მუზეუმში, შექმნიან ბუკლეტებს.შექმნიან ფოტო–ალბომს, ელექტრონულ-ჟურნალს ბლოგებს და ვებ-გვერდებს.
მონაწილეთა ასაკი-კლასები: 13-14-15-16 წლები. VII-XI კლ.
ვადები, ხანგრძლივობა: ერთი წელი.
პროექტის შესაძლო აქტივობები:შესაბამისი ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება,ტექსტის კითხვა და წერა,ინტერვიუს გაკეთება. შრომის გაკვეთილზე ბავშვები თვითონ ქმნიან ნატურალურ ბოჭკოს (მატყლისგან), ქარგავენ, ქმნიან ორნამენტს, აწყობენ გამოფენებს, ქმნიან ფოტო-ალბომის ,ქმნიან ბლოგების , ქმნიანვებ-გვერდს.
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები გაიცნობენ თავიანთი ქვეყნის ნაქარგობის ისტორიას, შექმნიან თვითონაც ნაქარგების ნიმუშებს, კოლექციებს. შექმნიან ფოტო-ალბომებს, მოაწყობენ გამოფენებს, შექმნიან ბლოგებს, და ვებ-გვერდებს შეისწავლიან ქართული ტანსაცმლის ძველ ისტორიულ ტრადიციებს და შეახამებენ დღევანდელ მოდასთან. ასევე შეისწავლიან მსოფლიოს ხალხთა ნაქარგობის ისტორიას და გაავლებენ პარალელებს ქართულთან.დაუკავშირდებიან თავიანთ თანატოლებს IEARN-ის საშუალებით
სარგებელი სხვებისთვის: ამ თემით დაინტერესებული ბავშვები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ ქართული ნაქარგობის და მსოფლიოს ხალხთა ნაქარგობის შესახებ. კულტურათაშორისი დიალოგი.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული.
მოსწავლეები შეისწავლიან ფეიქრობის ჩასახვისა და განვითარების ისტორიას საქართველოში.
ქსოვისა და ორნამენტის კეთების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სქემის შედგენას, მათემატიკურ გათვლებს. მოსწავლეები შეადგენენ ორნამენტების სქემებს.
მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ხალხურ რეწვაში გამოყენებული ბუნებრივი საღებავების კომპონენტების, მათი დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. მოძიებული რეცეპტის შესახებ ქმნიან საღებავებს და იყენებენ მათ.
მოსწავლეები წარმოადგენენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევარებს და მიღებული ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს ხელოვნების ნიმუშის შესახებ.
ნამუშევარზე მსჯელობისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
ჯგუფური ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე რომელიც ჯგუფს ჰქონდა დასახული.
საუბრობს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე.
მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის კულტურით გამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
ადარებს ერთმენეთს ერთი პერიოდის ორი ან სამი სხვადასხვა ნაქარგობის ნიმუშებს სტილის, კოლორიტის, თემატიკის, კომპოზიციური წყობის მიხედვით.
მსჯელობს სხვადასხვა კულტურის (ნაქარგობა) განსხვავებულობაზე, კონკრეტული ნიმუშის შედარების მიხედვით.
მოიძიებს მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნების ნაქარგობის შესახებ და წარუდგენს თანაკლასელებს მოხსენების, თვალსაჩინო მასალის სახით.
მსჯელობს თუ რა გაიგო ამათუ იმ ერის შესახებ მისი ნაქარგობის ნიმუშების მიხედვით.აკავშირებს ნაქარგობის ნიმუშებს გარკვეულ ეპოქასთან ან კულტურასთან: მსჯელობს იმაზე, რომ მხატვრული ნაწარმოები აირეკლავს დროს, რომელშიც შეიქმნა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 178-ე საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: დარეჯან გეგეშიძე, ირმა გიკაშვილი, ქეთი არჩვაძე
DarejanGegegshidze@gmail.com
ბლოგის მისამართი:WWW.naqargoba.blogspot.com
http://www.histmuseum.ge/geo/naqargoba.htm
http://www.orthodoxy.ge/galerea/nimushebi/naqargoba.htm
Thursday, November 13, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)